Back to Top
ორშაბათი, 30 დეკემბერი 2019 16:03

პროექტები, რომელთა განხორციელებაც 2020 წელს გორის მუნიციპალიტეტში იგეგმება

Rate this item
(0 votes)

2020 წელს გორის მუნიციპალიტეტში რამდენიმე მსხვილი პროექტის განხორციელება იგეგმება, რომელთა დაფინანსების მნიშვნელოვანი წილი რეგიონალური განვითარების ფონდიდან იქნება. მათ შორის სამეფო ქუჩის რეაბილიტაცია, რომლისთვის 3 მლნ 500 ათასი ლარი დაიხარჯება. სამუშაოები კი მარტიდან ოქტომბრის ჩათვლითაა დაგეგმილი.

გათვალისწინებულია (სტალინის გამზირიდან რაზმაძის ქუჩის კვეთამდე) მონაკვეთის რეაბილიტაცია, აპრილი-აგვისტოს პერიოდში, რისთვისაც 950 ათასი ლარი დაიხარჯება.

 

1 მლნ 40 ათასი ლარია გათვალისწინებული ახალუნი- ჯარიაშენის გზის ასფალტირებისთვის, სამუშაოები მარტიდან ივლისამდეა დაგეგმილი.

 

სოფელ კირბალი - ბერშუეთის გზის ასფალტირება აპრილიდან ივლისამდე უნდა მოხდეს, რისთვისაც 780 ათასი ლარია გათვალისწინებული.

 

სოფელ ქვემო ხვითის გზის რეაბილიტაცია ( ზემო ხვითამდე მისასვლელი გზა), სამუშაოებისთვის 477 304 ლარი დაიხარჯება.

ფლავისმანი -ქვეშის გზის რეაბილიტაცია, მარტიდან - ივლისამდეა დაგეგმილი. სამუშაოებისთვის 650 ათასი ლარი დაიხარჯება.

 

გორში, რობაქიძის ქუჩის (ამილახვრის ქუჩიდან მდ.მტვრამდე მონაკვეთის) რეაბილიტაციისთვის 750 ათასი ლარია გათვალისწინებული.

 

მრავალბინიანი 30 კორპუსის ფასადის რეაბილიტაციისთვის 1 მლნ ლარი დაიხარჯება, აპრილიდან აგვისტოს ჩათვლით.

 

კულტურისა და დასვენების პარკის „ახალბაღის“ რეაბილიტაცია, სამუშაოები მაისიდან სექტემბრის ჩათვლით განხორციელდება და 1 მლნ 200 ათასი ლარი დაიხარჯება.

 

სოფელ ნადარბაზევში მისასვლელი გზის მოასფალტებისთვის 300 ათასი ლარი დაიხარჯება, სამუშაოები აპრილიდან - აგვისტოს ჩათვლით შესრულდება.

 

2020 წელს დაგეგმილია ასევე, ოლოზი - წედისი -ბნავისი წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაცია , რისთვისაც 2 მლნ 50 ათასი ლარი დაიხარჯება, სამუშაოების შესრულება მარიტიდან სექტემბრის ჩათვლითაა გათვალისწინებული.

 

ამავე პერიოდშია გათვალისწინებული ხიდისთავის წყალმომარაგების სისტემის მესამე ეტაპის დასრულება, რისთვისაც ჯამში 1 მლნ 400 ათასი ლარი დაიხარჯება.

 

2020 წელს დაგეგმილია საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია ტყვიავში, რისთვისაც 120 ათასი ლარია გათვალისწინებული.

ხელთუბნის საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია, რომელიც 60 ბენეფიციარზე იქნება გათვლილი. სამუშაებისთვის 800 ათასი ლარი დაიხარჯება.

 

ახალი საბავშვო ბაღი ექნება სოფელ ზერტსაც, რომელიც 120 ბენეფიციარზე იქნება გათვლილი, სამუშაოებისთვის მარტიდან ოქტომბრის ჩათვლით 800 ათასი ლარი დაიხარჯება.

 

 

 

პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.