დაუსრულებელი რიტუალების სახლები და მერის ახალი ინიციატივა

მაისი 09 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ავტორი: ხატია მუმლაძე   

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში რიტუალების სახლების ასაშენებლად 300 ათას ლარზე მეტი დაიხარჯა. თუმცა, მშენებლობები მხოლოდ რამდენიმე სოფელში დასრულდა.

გორის მუნიციპალიტეტის მერი სოფლებში დაუსრულებელი რიტუალების სახლის შენობებისთვის ახალი ფუნქციის მინიჭების ინიციატივით გამოდის. კონსტანტინე თავზარაშვილი ამბობს, რომ თუ მოსახლეობას სურვილი ექნება, დაუსრულებელ შენობებს სპორტული ან სხვა ფუნქციის მქონე სივრცეებად გადააკეთებენ.

„ ეს რიტუალების სახლები ეკუთვნის სოფლის მოსახლეობას, თუკი მათი სურვილი იქნება, ჩვენ შეგვიძლია სამოქალაქო ბიუჯეტის ფარგლებში მოსახლეობამ მოგვმართოს განცხადებით თუ რა სახის სივრცე სურთ ჰქონდეთ სოფელში,  იქნება ეს საჭიდაო დარბაზი, საკონცერტო თუ სხვა რამ. ამაზე სპეციალური კომისია იმსჯელებს და შეძლებისდაგვარად დააკმაყოფილებს მათ თხოვნას“, - განმარტა კონსტანტინე თავზარაშვილმა.

ინიციატივა მოსწონს ოპოზიციასაც, თუმცა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ბექა ქორჩილავა ამბობს, რომ თავის დროზე  მოსახლების უმრავლესობის  სურვილით სწორედ  რიტუალების სახლის მშენებლობა გადაწყდა.  ქორჩილავა ადგილობრივ ხელისუფლებას თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს. მისი აზრით ამ საკითხით აუდიტის სამსახური უნდა დაინტერესდეს.

„ჩვენს გვაქვს გონივრული ეჭვი, რომ ადგილი აქვს კორუფციულ გარიგებას ან თანხების არამიზნობრივ ხარჯვას, საკმაოდ სოლიდური თანხებია დახარჯული, მაგრამ რეალურად გორის მუნიციპალიტეტის მოსახლეობამ ამ პროექტით ვერ ისარგებლა. მათ კვლავ უწევთ დამატებითი თანხების გადახდა და სხვა ალტერნატიული საშუალებების გამოყენება.“- განაცხადა ქორჩილავამ

ქორჩილავას ბრალდებებს გორის მერმა უპასუხა. კონსტანტინე თავზარაშვილის თქმით,  რიტუალების სახლის ასაშენებლად თანხები ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს გამოიყო, თუმცა მშენებლობების დასასრულებლად საკმარისი აღმოჩნდა.

„წინა ხელისუფლების დროს გამოიყო თანხები, რომ ყველა სოფელში ყოფილიყო რიტუალების სახლი, თუმცა მშენებლობები ვერ დაასრულეს. შემდეგ უკვე კეთდებოდა სოფლის მხარდაჭერის პროგრამით, თუმცა ამისთვის გამოყოფილი 15 000 ლარი საკმარისი არ აღმოჩნდა, ამიტომ ნაწილი დასრულდა, ნაწილი ვერა", - ამბობს კონსტანტინე თავზარაშვილი

რიტუალების სახლები გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში სოფლის პროგრამის მხარდაჭერის ფარგლებში უნდა აშენებულიყო. ბექა ქორჩილავას ინფორმაციით,  2012 წლიდან 2016 წლამდე ცენტრალური ბიუჯეტიდან რიტუალების სახლის მშენებლობა - რეაბილიტაციისთვის  სულ 302 522 ლარია გამოყოფილი, თუმცა 4 წლის მანძილზე დაწყებული მშენებლობებიდან მხოლოდ რამდენიმე დასრულდა.

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი