ყველაზე მაღალბიუჯეტიანი ა(ა)იპ-ები გორში - მიმოხილვა

მაისი 19 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ავტორი: ხატია მუმლაძე

გორის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ-ებზე მიმდინარე წელს 13 მილიონზე მეტი დაიხარჯება. აქედან ყველაზე მეტი თანხა, 4 ა(ა)იპისთვისაა გათვალისწინებული.

ერთ-ერთი მსხვილბიუჯეტიანი გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოა. 2018 წელს გორის მუნიციპალიტეტის 31 მილიონიანი ბიუჯეტიდან ეს სააგენტო 5, 853, 700 ლარით დაფიფინანსდა. საბავშვო ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის, ლია კოვზიაშვილის ინფორმაციით, რეორგანიზაციის პროცესის გამო ბიუჯეტის განაწილების საკითხი ჯერჯერობით დაუზუსტებელია.

ბაღების მართვის სააგენტოსგან განსხვავებით, გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოში უკვე იციან, რომ 70% დასაქმებულთა ხელფასებში დაიხარჯება. 2018 წლის ბიუჯეტი აღნიშნულ ა(ა)იპ-ში 1, 712, 000 ლარითაა განსაზღვრული. სააგენტოს ხელმძღვანელის, გიორგი პურიჭამიაშვილის თქმით, ხელფასების გარდა თანხები წლის განმავლობაში დაგეგმილი ღონისძიებებისთვისაა გათვალისწინებული.

ყველაზე დიდ ბიუჯეტიან ა(ა)იპ-ებს შორის, ერთ-ერთი გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოცაა. საჯარო ინფორმაციის მიხედვით, 2, 386, 500 ლარიდან თანხები წესდებით გათვალისწინებული ფუნქცია-მოვალეობების შესრულებას და შრომის ანაზრაურებას მოხმარდება. „მოზაიკა“ დეტალების გასარკევვად, სააგენტოს ხელმძღვანელსაც დაუკავშირდა, თუმცა გივი კობახიძემ კომენტარის გაკეთება არ ისურვა და საუბრის პროცესში ტელეფონი რამდნჯერმე გაგვითიშა.

2018 წელ ს გორის მუნიციპალიტეტში არსებული 10 ა(ა)იპ-ის დაფინანსება სულ 13, 727, 300 ლარია. აქედან ყველაზე მეტი, 5, 853, 700 ლარი, გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოსთვისაა გამოყოფილი. სკოლამდელი აღზრდის მიმართულებით დაფინანსება გასულ წლებთან შედარებით გაზრდილია.

საჯარო ინფორმაციის თანახმად, გასულ წელს გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებეში 2 450 აღსაზრდელი ირიცხებოდა,   მათი დაფინანსება ვაუჩერის პრინციპით ბავშთა რაოდენობის მუხედვით , თვეში 60 ლარს შეადგენდა. საერთო ჯამში კი ერთი წლის მანძილზე მხოლოდ გორის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღების დაფინანსებამ 1,764, 000 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება დანარჩენ მუნიციპალურ ორგანიზაციებს მათი დაფინანსება წელს შემდეგნაირად განისაზღვრა.

cxrili dafinanseba 19.5

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი