გორის ბიუჯეტის დაახლოებით 45% ა(ა)იპებზე იხარჯება - მიმოხილვა

მაისი 29 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

2018 წელს გორის მუნიციპალიტეტში არსებული 10 ა(ა)იპის დაფინანსება სულ 13, 727, 300 ლარია. ეს ადგილობრივი ბიუჯეტის თითქმის 45%-ია. 

გორის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპების დაფინანსების გაზრდა საბავშვო ბაღების კვების რაციონის კოეფინციეტის შეცვლამ გამოიწვია - განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა მამუკა ფანიაშვილმა. მისი განმარტებით, იმის გამო რომ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებისთვის კვების სახელმწიფო სტანდარტი შეიცვალა, აღნიშნულ სააგენტოს დაფინანსება გაეზარდა. საერთო ჯამში კი გამოჩნდა, რომ ა(ა)იპების დაფინანსებაა გაზრდილი.

„მას შემდეგ, რაც მუნიციპალიტეტები გაერთიანდა, მოხდა ბაღების გაერთიანებაც მოხდა. შემდეგ ბაღებში შეიცვალა სახელმწიფო კვების სტანდარტი. თუ ადრე ბავშვის კვებაზე იხარჯებოდა ვთქვათ 30 თეთრი, ან 50 თეთრი, ეხლა გაზრდილია დაახლოებით 1.5-დან 2 ლარამდე. შესაბამისად, ამან გამოიწვია ბაღების ა(ა)იპში დაფინანსების რამდენიმე მილიონიანი ზრდა. ჯამურად თუ შევხედავთ, ვნახავთ, რომ თანხა გაზრდილია“, - განმარტა ფანიაშვილმა.

ქალაქისა და თემის გაერთიანების შემდეგ, ხარჯების დაზოგვის მიზანს ეჭვქვეშ აყენებს ექსპერტი თვითმართველობის საკითხებში მიშა ჩიტაძე. მისი აზრით, ა(ა)პებში დასაქმებული ადამიანების რაოდენობა, გაერთიანების შემდეგ შემცირების ნაცვლად გაიზარდა.

„ხარჯები დაზოგვად შეიძლება ჩავთვალოთ, თუკი შეამცირეს ხალხის რაოდენობა, მაგრამ რეალურად არ შეუმცირებიათ. პირიქით რამდენიმე ა(ა)იპის გაერთიანების შემდეგ დასაქმებულების რაოდენობა რამდენიმე ა(ა)იპში გაიზარდა კიდეც. ასე თანხების დაზოგვა არ გამოუვათ“,  -ამბობს მიშა ჩიტაძე.

საბავშვო ბაღების სააგენტოს დაფინანსების გაზრდას ხელოვნურს უწოდებს ოპოზიცია. პარტია ევროპული საქართველოს წევრი ზვიადი საბანაძე ამბობს, რომ ადგილობრივი ხელისუფლება თანხებს არამიზნობრივად ხარჯავს და ამისთვის საკუთარ უფლებამოსილებას ბოროტად იყენებს.

„ა(ა)იპების რაოდენობა ვითომ ხომ შემცირდა, მაგრამ რეალურად ხარჯებმა უფრო მოიმატა. თავის ნებაზე აფინანსებენ სააგენტოებს, რომელზეც უნდათ მეტ თანხას გასცემენ, რომელზეც უნდათ - ნაკლებს. უმრავლესობაში არიან და როგორც აწყობთ, ისე იქცევიან.“

2018 წელს გორის მუნიციპალიტეტში არსებული 10 ა(ა)იპის დაფინანსება სულ 13,727,300 ლარია. აქედან ყველაზე მეტი, 5,853,700 ლარი, გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოსთვისაა გამოყოფილი. სკოლამდელი აღზრდის მიმართულებით დაფინანსება გასულ წლებთან შედარებით გაზრდილია.

მანამდე კი ერთად აღებულ ქალაქსა და თემის მუნიციპალიტეტების ორგანიზაციებისთვის თანხები შემდეგნაირად იყო განაწილებული"

2014 წელ:   8 459 000 ლარი;

2015 წელი: 12 641 000 ლარი;

2016 წელი: 14 394 400 ლარი;

2017 წელი: 13 502 400 ლარი.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი