Back to Top
სამშაბათი, 01 დეკემბერი 2020 16:50

გორის მერის ოჯახმა, ბიუჯეტიდან ერთ წელში, 36 960 ლარი მიიღო

გორის მერის, კონსტანტინე თავზარაშვილის ოჯახმა ბიუჯეტიდან ერთი წლის განმავლობაში 36 960 ლარი მიიღო. 

 

აქედან მერის თანამდებობრივმა სარგომ 30 720 ლარი შეადგინა. მისმა მეუღლემ, ქეთევან ტატიაშვილმა კი გორის სოციალური სუფსიდიების სააგენტოში, უფროსი სპეციალისტის პოზიციიდან, ხელფასის სახით, 6240 ლარი მიიღო.

 

კონსტანტინე თავზარაშვილს, ქონებრივ დეკლარაციაში, 2019 წელს გასავალიც უფიქსირდება. "ვითიბი" ბანკში მან 2244 ლარი სესხის დასაფარად შეიტანა. 12 000 ლარიანი სამომხმარებლო სესხი მან 2017 წლის მარტში, მერად არჩევამდე აიღო.

Read 1056 times Last modified on სამშაბათი, 01 დეკემბერი 2020 17:09