Back to Top
ხუთშაბათი, 08 ოქტომბერი 2020 16:36

გორის მერიამ ახალი ავტობუსებისთვის აღებული სესხი 10 წელში უნდა დაფაროს

"მიეცეს თანხმობა გორის მუნიციპალიტეტის მერს, გორის მუნიციპალიტეტის სახელით სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისგან აიღოს 3,292,633 ევროს ოდენობის სესხი, საქართველოს ურბანული ტრანსპორტის გაუმჯობესების პროგრამის ფარგლებში გორის მუნიციპალიტეტისათვის შესყიდული ავტობუსების მიღების მიზნით და გააფორმოს თანდართული ხელშეკრულება", - ესაა ამონარიდი გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულებიდან, რომელიც გორის მუნიციპალიტეტის მერისთვის გორის მუნიციპალიტეტის სახელით სესხის აღებაზე თანხმობის მიცემას ეხება.

 

ეს საკითხი ონლაინ პლატფორმის საშუალებით გორელმა საზოგადოებამ ტრანსპორტის განყოფილების ხელმძღვანელთან, არჩილ განჯელაშვილთან დისკუსიის ფორმატში განიხილეს. მისი განმარტებით, ტრანსპორტი მუნიციპალიტეტს საჩუქრად არ გადაეცემა და მის შეძენაში თანხის ნაწილი ადგილობრივი ბიუჯეტიდანაც დაიხარჯება.

 

"რაღაც ნაწილს სახელმწიფო დაფარავს, ნაწილს გორის მერია ადგილობრივი ბიუჯეტიდან გაიღებს. კონკრეტულად, ავიღებთ სესხს მუნიციპალური განვითარების ფონდიდან, 3 მლნ 292 633 ევროს ოდენობით, რომელსაც 10 წლის ვადაში დაფარავს აღებული ვალდებულების მიხედვით, შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე. 1 ავტოუბუსი დაახლოებით 106 ევრო ჯდება. 30 ავტობუსი ქალაქის მასშტაბით იმოძრავებს. რაც შეეხება მგზავრობის ღირებულებას, ვფიქრობთ, როდესაც ბილეთს აიღებს მგზავრი 1 საათის განმავლობაში სასურველი მარშრუტით ისარგებლებს უფასოდ. თანხას მხოლოდ მისი აღებისას გადაიხდის და იმგზავრებს სხვდასხვა მარშრუტით 60 წუთის განმავლობაში", - ამბობს არჩილ განჯელაშვილი.

 

ინფორმაციისთვის 30 ავტობუსის შესაძენად 3 მლნ 8 ათას 500 ევრო დაიხარჯება, აქედან მერიის წილი 3,292,633 ევრო იქნება. სახელმწიფო ამ თანხის დაფარვისთვის მხოლოდ 507 867 ევროს გაიღებს.

 

 

ამავე თემაზე: 30 ავტობუსი - “საჩუქარი“, რომლისთვისაც გორის მერია 3 მილიონ ევროს სესხად იღებს

Read 500 times Last modified on ხუთშაბათი, 08 ოქტომბერი 2020 23:56