Back to Top
ოთხშაბათი, 28 ოქტომბერი 2020 13:40

გორის მერის მოადგილის ოჯახმა ბიუჯეტიდან ერთ წელში 34 976 ლარი მიიღო

გორის მერის მოადგილის ოჯახის წლიურმა შემოსავალმა ბიუჯეტიდან ერთ წელში 34 976 ლარი შეადგინა. აქედან მხოლოდ პაატა ივანიშვილის ხელფასის რაოდენობა 21 272 ლარია.

 

13704 ლარი კი გასულ წელს მიღებული მისი მეუღლის ხელფასია, რომელიც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში ადმინისტრაციის უფროსი სპეციალისტია.

 

რაც შეეხება პაატა ივანიშვილის წლიურ შემოსავლებს, გორის მერის მოადგილედ დანიშვნამდე (2019 წლის სექტემბერი) 10001 ლარი შპს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში მუშაობისას გორის სერვისცენტრის მენეჯერის თანამდებობრივი სარგოა (8 თვეში). 2540 ლარი კი ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კრივის სკოლის მთავარი სპეციალისტის ხელფასია.

 

 

ამავე თემაზე: რა ქონებას ფლობს გორის მერის ახალი მოადგილე

Read 408 times