Back to Top
პარასკევი, 27 ნოემბერი 2020 15:55

კორონავირუსის სიმპტომებთან დაკავშირებით სოფლის ექიმი რეკომენდაციებს მოსახლეობას უზიარებს

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენის ამბულატორიის ექიმი, ნუნუ იარდალაშვილიკორონავირუსით შესაძლო ინფიცირების შემთხვევაში, მოსახლეობას მკურნალობის წესებს და რეკომენდაციებს უზიარებს. 

 

 

იარდალაშვილის თქმით, სიმპტომების დაფიქსირების შემთხვევაში, პაციენტებისთვის მკურნალობის დანიშვნა დისტანციურად ხდება.

 

 

“ჩემი მთავარი რეკომენდაცია, არის ის რომ ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში, მიიღონ სიცხის დამწევი, გადავიდნენ იზოლაციაში. ასეთ პაციენტებთან დისტანციურად ვმუშაობთ. მათ უნდა შეიკავონ თავი ამბულატორიაში მოსვლისგან.  ტელეფონით ვეკონტაქტებით, დანიშნულებას ვაძლევთ, ორი - სამი დღე ვაცდით, თუ სიმპტომები მოემატებათ, გამოუვლინდებათ ხველა და სიცხე, მაშინვე გადავცემთ 112 -ს. ჩვენ არ ვართ სპეციალისტები, ოჯახის ექიმები სწორედ, ამ უწყებას ჰყავს“, - ამბობს ნუნუ იარდალაშვილი


იარდალაშვილი მოსახლეობას პროფილაქტიკის მიზნით იმ ვიტამინების მიღებას ურჩევს, რომელიც იმუნურ სისტემას აძლიერებს.

 


"პროფილაქტიკის მიზნით მოსახლეობამ შეიძლება მიიღოს C და D ვიტამინი, იმუნიტეტის გასაძლიერებლად. ტემპერატურა გაიკონტროლონ საღამოს 5- დან 6 საათამდე. ასეთ დროს ზუსტად აჩვენებს სიცხეს. სოფელში არიან პაციენტები, რომლებიც იმყოფებიან იზოლაციაში და ისეთებიც, რომლებიც სტაციონალში გადავიყვანეთ, მძიმე პაციენტებთან ჩვენ ვეღარ ვმუშაობთ", - აღნიშნა იარდალაშვილმა

 


სოფლის ამბულატორიაში მედიკოსები ყოველდღიურ რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას, როგორც ისინი ამბობენ, მოსახლეობის მიმართვიანობა სხვა წლებთან შედარებით გაზრდილია და ამ ფაქტს კორონავირუსის შემთხვევების ზრდით ხსნიან.