Print this page
სამშაბათი, 06 აპრილი 2021 13:53

გორის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 247 მოქალაქეა აცრილი 

ბოლო მონაცემებით, გორის მუნიციპალიტეტში  კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 247 მოქალაქეა აცრილი. ამის შესახებ ჟურნალისტებს გორის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, მარინა გიუნაშვილმა განუცხადა.

 

 

"აცრის მსურველების ზრდა შეინიშნება ბოლო დღეების განმავლობაში, გუშინდელი საღამოს მონაცემებით გორის მუნიციპალიტეტში არის 247 მოქალაქე აცრილი, ჯავშანი დღეისთვის 27 მოქალაქეს აქვს გაკეთებული", - განაცხადა გიუნაშვილმა.

 

 

ინფორმაციისთვის, გორის მუნიციპალიტეტის მერი, კონსტანტინე თავზარაშვილი "ასტრაზენეკას" ვაქცინით დღეს, 6 აპრილს საჯაროდ აიცრა. 

 

 

 

ამავე თემაზე:გორის მერი კორონავირუსის ვაქცინით აიცრა