Back to Top
ორშაბათი, 26 აპრილი 2021 13:09

გარეჯვრის საჯარო სკოლაში კორონავირუსი მანდატურს დაუდასტურდა

კოვიდ-19 გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გარეჯვრის სკოლაში დადასტურდა.

 

 

ინფიცირებული მანდატურია, რის გამოც დისტანციურ სწავლებაზე მთელი სკოლა გადავიდა.

 

 

"კოვიდინფიცირების ფაქტების გამო დისტანციურ სწავლებაზე ამ დროისთვის გორის მე-6, ქვემო ხვითის და სვენეთის საჯარო სკოლებია. ამ ჩამონათვალს ახლა უკვე გარეჯვარიც დაემატა, სადაც კორონავირუსი მანდატურს დაუდასტურდა", - უთხრა რადიო "მოზაიკას" გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, ნანა ტერმაკოზაშვილმა.