Back to Top
ორშაბათი, 26 აპრილი 2021 14:36

გორში კორონავირუსი საბავშვო ბაღის აღსაზრდელს დაუდასტურდა

გორის-მე-12 საბავშვო ბაღის ერთმა ჯგუფმა მუშაობა დროებით შეწყვიტა. მიზეზი აღსაზრდელის დაინფიცირება გახდა.

 

 

ბაღის დირექტორის ინფორმაციით, კოვიდ-19 ბავშვს სავარაუდოდ ბებიისგან და მშობლისგან გადაედო. ფაქტის დადასტურების გამო ბაღში მისული, კონკრეტული ჯგუფის აღსაზრდელები დღეს უკან გააბრუნეს.

 

 

"ჩვენი ინფორმაციით, ბავშვი ბებიისგან და მშობლისგან დაინფიცირდა. მხოლოდ ის ჯგუფი დავითხოვეთ, სადაც ეს ბავშვი შედიოდა. დანარჩენი ჯგუფები დაწესებული რეგულაციების დაცვით აგრძელებენ მუშაობას",-აღნიშნა მე-12 საბავშვო ბაღის დირექტორმა, ქეთევან კაჯილაშვილმა.