Back to Top
ორშაბათი, 26 აპრილი 2021 16:13

გორის მე-12 საბავშვო ბაღში covid-19 აღსაზრდელის შემდეგ, აღზმრდელსაც დაუდასტურდა 

გორის მე-12 საბავშვო ბაღში covid-19 აღსაზრდელის შემდეგ, აღმზრდელსაც დაუდასტურდა.

 

 

აღნიშნულ სააღმზრდელო დაწესებულებაში კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენის გამო, ერთი ჯგუფი დაიხურა.

 

 

როგორც საბავშვო ბაღის დირექტორი, ქეთევან კაჯილაშვილი ამბობს, სხვა აღმზრდელებს ინფიცირებულ პედაგოგთან კონტაქტი არ ჰქონიათ.  

 

 

"დედას დაუდასტურდა ხუთშაბათს, ბავშვს არა. აღარ მოუყვანია. წუხელ მასწავლებელს მისცა სიცხე, დღეს ჩაიტარა სწრაფი ტესტი და პასუხი დადებითი მოუვიდა. დღეს ბავშვს განმეორებით ჩაუტარეს და დადებითი იყო პასუხი",- განმარტა ბაღის დირექტორმა. 

 

 

 

ამავე თემაზე: გორში კორონავირუსი საბავშვო ბაღის აღსაზრდელს დაუდასტურდა