Back to Top
ხუთშაბათი, 29 აპრილი 2021 13:30

გორში მასწავლებელთა ვაქცინაციის პროცესი მიმდინარეობს 

"სკოლებში უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით, ქვეყნის მასშტაბით მასწავლებელთა და სკოლის თანამშრომელთა იმუნიზაციის პროცესი ადგილობრივ კლინიკებში აქტიურად მიმდინარეობს", - ნათქვამია განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

"ამჯერად ვაქცინაცია შიდა ქართლის სკოლების მასწავლებლებს ჩაუტარდათ, რომლებიც კოლეგებს გააქტიურებისაკენ მოუწოდებენ. მათი სურვილია, მოსწავლეებმა ბუნებრივ გარემოში, საკლასო ოთახებში შეძლონ მიმდინარე სემესტრის დასრულება, რაც სწორედ სასკოლო საზოგადოების იმუნიზაციის გზით არის შესაძლებელი",- ნათქვამია განცხადებაში. 

 

 

ინფორმაციისთვის, მასწავლებელთა და სკოლის პერსონალის ვაქცინაცია ნებაყოფლობითია და მხოლოდ სახელმწიფოს მიერ დადგენილ ასაკობრივ ჯგუფებზე ვრცელდება.

 

 

მსურველები რეგისტრირდებიან ინდივიდუალურად, ჯანდაცვის სამინისტროს პორტალზე. სამინისტროს ცნობით, ყველა სკოლის ადმინისტრაცია მზად არის, სურვილის შემთხვევაში პედაგოგებს პორტალზე დარეგისტრირებაში დახმარება გაუწიოს.