Back to Top
ხუთშაბათი, 02 აპრილი 2020 16:07

ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობამ დევნილებს საკვები პროდუქტები მიუტანა 

ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობამ გამოცხადებული საყოველთაო კარანტინის ფარგლებში დევნილთა დასახლებებში საკვები პროდუქტების დარიგება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაცია გამგეობის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა. 

 

"ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობამ საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე დაიწყო დევნილთა დასახლებებში საკვები პროდუქტების (სასურსათო კალათა) გადაცემა დევნილი მოსახლეობისთვის. აღნიშნული დახმარება ითვალისწინებს თითოეულ დასახლებაში მცხოვრები მოსახლეობისთვის პირველადი საკვები პროდუქტების (50 კილოგრამიანი ტომარა ფქვილი, 10 კილოგრამი შაქარი, 10 ლიტრი ზეთი) გადაცემას", - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში. 

 

გამგეობის ცნობით, საკვები პროდუქტების გადაცემა ყველა დევნილთა დასახლებაში ეტაპობრივად მიმდინარეობს. ის დევნილი ოჯახები კი,  რომლებიც განსახლებული არ არიან დევნილთა დასახლებებში, სასურსათო კალათის სანაცვლოდ მიიღებენ ერთჯერად ფულად დახმარებას 100 ლარის ოდენობით.