Back to Top
პარასკევი, 03 აპრილი 2020 12:23

გუბერნატორი: კარანტინის წესების დამრღვევთა რაოდენობა განახევრებულია

შიდა ქართლის გუბერნატორის ინფორმაციით, კარანტინის მესამე დღემ და ღამემ შიდა ქართლის რეგიონში მშვიდ ვითარებაში ჩაიარა.

გიორგი ხოჯევანიშვილის თქმით, რეგიონის მასშტაბით თერმოსტრინინგი დაახლოებით 4000 ადამიანს ჩაუტარდა. რამდენიმე შემთხვევაში სიცხე დაფიქსირდა და ისინი დამატებით გამოკვლევებზე გაიგზავნენ.

 

რაც შეეხება დაჯარიმების ფაქტს გიორგი ხოჯევანიშვილის თქმით, წინა დღესთან შედარებით დამრღვევ პირთა რაოდენობა განახევრდა.


შეგახსენებთ, წინა დღეს კარანტინის წესების დარღვევისთვის 30 პირი 3000 ლარით დაჯარიმდა.