Back to Top
პარასკევი, 03 აპრილი 2020 12:24

ელექტროენერგიის და ბუნებრივი აირის ტარიფები გორში  - ვინ ისარგებლებს შეღავათით?

მთავრობის გადაწყვეტილებით ყველას, ვინც მოიხმარს 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას და 200 მ3ზე ნაკლებ ბუნებრივ აირს, კომუნალური გადასახადი 3 თვის განმავლობაში სრულად დაუფინანსდება.

მოქალაქეთა ნაწილმა ზუსტად ვერ გაიგო, რა შემთხვევაში რა სახის შეღავათით ისარგებლებს.

 

ბუნებრივი აირის ტარიფი გორის მუნიციპალიტეტში განსხვავებულია მათთვის, ვინც აბონენტად რეგისტრირებულია 2008 წლის 1 აგვისტომდე. ისინი 1 კუბურ მეტრ ბუნებრივ აირში 46.3 თეთრს იხდიან, შესაბამისად, გამოდის, რომ 2008 წლის 1 აგვისტომდე რეგისტრირებულმა აბონენტმა იმისათვის, რომ შეღავათით ისარგებლოს, თვის განმავლობაში 92.6 ლარზე მეტი ღირებულების  ბუნებრივი აირი არ უნდა მოიხმაროს.

 

რაც შეეხება, 2008 წლის 1 აგვისტოს შემდეგ რეგისრირებულ აბონენტებს. ისინი 1 კუბურ მეტრ აირში 54.7 თეთრს იხდიან. გამოდის, რომ შეღავათით სარგებლობისთვის, ასეთი ტიპის აბონენტებმა თვის განმავლობაში არ უნდა მოიხმარონ 109.4 ლარზე მეტი ღირებულების ბუნებრივი აირი.

 

 

რეგიონებში ელექტროენერგიის მიმწოდებელი სს „ენერგო-პრო ჯორჯიაა“. იგი საქართველოს რეგიონების მასშტაბით 1 200 000-ზე მეტ აბონენტს ემსახურება.



შესაბამისად, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მომხმარებლები, რომელთა დავალიანებაც თვის განმავლობაში, 36 ლარზე ნაკლებია, ელექტროენერგიის გადასახადს სამი თვე არ გადაიხდიან.