Back to Top
 

JPrize Web Geo

პარასკევი, 24 აპრილი 2020 19:59

ენმ: ქვეყანაში 100 ათასობით დევნილია და ანტიკრიზისულ გეგმაში მათზე არაფერია ნათქვამი

მთავრობის მიერ დღეს წარმოდგენილ ანტიკრიზისულ გეგმას ოპოზიციაში აფასებენ.

პარლამენტარი ბადრი ბასიშვილი თვლის, რომ დღეს წარმოდგენილ გეგმაში ბევრი საკითხი ბუნდოვანია და არ ეხმიანება მოქალაქეთა რეალურ საჭიროებებს.

 

ბასიშვილის ინფორმაციით, დღეს გამოცხადებულმა შეღავათებმა უკმაყოფილება გამოიწვია იძულებით გადაადგილებულ პირებშიც. მისი თქმით, ქვეყანაში ასიათასობით დევნილის სტატუსის მქონე პირი ცხოვრობს,თუმცა მთავრობამ მათთვის დამატებითი საჭიროებები არ გაითვალისწინა და დევნილები ანტიკრიზისულ გეგმაში საერთოდ არ ახსენა.

 

" 1. ვინც ხელოსანია, ან მალიარი, ტაქსის მძღოლი, ან თუნდაც დღიურად მუშაობდნენ სოფლად მიწის სამუშაოებზე და თვითდასაქმებულები იყვნენ, ამ კატეგორიის ხალხს ვინ მისცემს შესაბამის ცნობას, რომ აიღოს ერთჯერადათ 300 ლარი თუნდაც?

 

 2. სოფლად მცხოვრები ადამიანების 80% მიწის სამუშაოებით ირჩენს თავს და სოფლის მეურნეობის კულტურების მოსაყვანად (ხეხილი, ვაზი, მარცვლეული, ბოსტნეული) დღესვე სჭირდებათ დახმარება, რომ აგროვადებში მოხდეს შესაბამისი შხამ-ქიმიკატების და პესტიციტების შეძენა და 6 თვეს ვერ დაელოდება ხეხილი ან ბოსტნეული ვისაც მოჰყავს.


3. არაფერი თქმულა რუსული ოკუპაციის შედეგად დაზარალებულ დევნილებზე, სწორედ დევნილ ოჯახებშია ყველაზე მეტი დაუსაქმებელი და არ მგონია ბოლო წლებში მათი ყოველდღიური მდგომარეობა გაუმჯობესებულიყო.

 

4. მცირე და საშუალო ბიზნესი ცუდ მდგომარეობაშია და ბევრი საწარმო გაკოტრების პირასაა და არც მათ მიმართ ყოფილა რაიმე გეგმა, თუ როგორ დაეხმარება ბანკებთან მიმართებაში მთავრობა.

 

5. ათასობით ახალგაზრდა ელოდებოდა თუნდაც სწავლის ქირის გადავადებას და არც სტუდენტებს შესთავაზეს რაიმე საყურადღებო. სწორედ ამიტომ იყო ჩვენი შეთავაზება უფრო ეფექტური, რომ 1000 ლარი დაერიცხათ თითოეული ოჯახისთვის და შემდგომ ყველა ოჯახი თვითონ განსაზღვრიდა სად როგორ გაენაწილებინა აღნიშნული თანხა."-აცხადებს ბადრი ბასიშვილი.