Back to Top
covid-19

კორონა ვირუსი (322)

გორმედის" კოვიდკლინიკის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ქსელში კორონავირუსით ინფიცირებულთა გარდაცვალების რაოდენობა 1%-ზე ნაკლებია.

"გორმედის" კოვიდკლინიკის ხელმძღვანელის მერაბ მაისურაძის თქმით, საავადმყოფოში სასუნთქი აპარატების დეფიციტი არ არის. მისი განმარტებით, ისეთი შემთხვევა არ ყოფილა, როცა ვინმეს აპარატი დასჭირდა და მათ ვერ უზრუნველყვეს პაციენტი.

"დაახლოებით ბოლო 1 კვირის განმავლობაში, აშკარად დადებითი ტენდენცია გვაქვს. გამოჩნდა უფრო მეტი თავისუფალი ადგილი და უფრო მეტი ავადმყოფისთვის შეგვიძლია დახმარების გაწევა" , - აცხადებს "გორმედის" კოვიდკლინიკის ხელმძღვანელი მერაბ მაისურაძე.