Back to Top
covid-19

კორონა ვირუსი (323)

გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების აღსაზრდელებისთვი საკვების დარიგების მესამე ეტაპი დღეს დაიწყო.

ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტი მთავარ საგარეო საფრთხედ საქართველოში კოვიდ-19-ის პანდემიას ასახელებს.

კორონავირუსთან დაკავშირებით, კომენტარი დღეს დაავადებათა კონტროლის გორის ოფისის ხელმძღვანელმა გააკეთა. 


ეკა ქორჩაშვილმა საკოორდინაციო ჯგუფის წარმომადგენლებთან ერთად, რეგიონში არსებული ვითარება განიხილა და ის ღონისძიებები დაასახელა, რასაც მისი სამსახური ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებს. ქორჩაშვილის თქმით, ამ ეტაპზე პანიკის საფუძველი რეგიონში არ არსებობს. 

 

"შიდა ქართლში ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს თვითიზოლაციაში მყოფ პაციენტებზე ეპიდზედამხედველობა. ადგილობრივი მუნიციპალური სამსახური, კერძოდ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრები ზედამხედველობას უწევენ თვითიზოლაციაში მყოფ მოსახლეობას. კერძოდ, ყოველდღიურ რეჟიმში ხდება მათთან დაკავშირება, ტელეფონით კომუნიკაცია და კვირაში ერთხელ ხდება ადგილზე მონიტორინგი. დღეს იქნა აღებული 4 ნიმუში და ველოდებით ამ ნიმუშების პასუხს. მთელი შიდა ქართლის მოსახლეობას მინდა ვუთხრა, რომ ამ ეტაპზე პანიკის საფუძველი არ არსებობს."-აღნიშნა, დაავადებათა კონტროლის ცენტრის გორის ოფისის ხელმძღვანელმა, ეკა ქორჩაშვილმა.