Back to Top
კვირა, 15 ნოემბერი 2020 15:39

მამაკაცის ცხედარი, რომელიც ტინისხიდში თხრილში იპოვეს, პროზექტურაშია გადასვენებული

Rate this item
(1 Vote)

მამაკაცის ცხედარი, რომელიც გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტინისხიდში თხრილში იპოვეს, პროზექტურაშია გადასვენებული.

პოლიციამ ცხედარი, გორში დაკარგული 21 წლის ბიჭის ძიებისას აღმოაჩინა. ის ტინისხიდში, მდინარე მტკვრის ნაპირზე, ნანგრევებში არსებულ თხრილში იპოვეს.

 

"გვამი იმდენად არის დაზიანებული რომ მისი იდენტიფიცირება შეუძლებელია" , - აცხადებენ ის სამართალდამცველები, რომლებმაც ცხედარი იპოვეს.

 

როგორც ცნობილია, პროზექტურაში გვამს ჩაუტარდება ექსპერტიზა, რის შემდეგაც, მისი ვინაობა გაირკვევა.

 

არსებული ინფორმაციით, პროზექტურაში დაიბარეს ერთი წლის წინ ამავე სოფელში გაუჩინარებული მამაკაცის ოჯახის წევრები.

Read 2311 times