Back to Top
ორშაბათი, 16 ნოემბერი 2020 11:42

გორის მერია: 2021 წლის ბიუჯეტი 700 ათასი ლარით გაიზარდა

Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტი 42 მილიონი ლარით განისაზღვრა. საბიუჯეტო დოკუმენტი საკრებულოს უკვე გადაეცა.

 

როგორც გორის მერიის საფინანსო სამსახურის ხელმძღვანელი ამბობს, საერთო ჯამში, მომავალი წლის ბიუჯეტი, 700 ათასი ლარით გაიზარდა.

 

"მომავალი წლის ბიუჯეტში, ისევე როგორც წინა წლების ბიუჯეტებში ერთ-ერთ პრიორიტეტად განსაზღვრულია ინფრასტრუქტურა, ასევე პრიორიტეტი მიენიჭება განათლებას, კულტურას, ახალგაზრდული საქმეების განვითარებას და ასევე სოციალურ პროექტებს", - ამბობს დალი ტლაშაძე.

 

ინფორმაციისთვის, გორის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტი 42 900 ათასი ლარით იყო განსაზღვრული.

 

მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი საკრებულომ განხილვის შემდეგ შენიშვნებით გორის მერიას გადაუგზავნა, მუნიციპალიტეტის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს საბოლოო სახე მიმდინარე წლის 25 დეკემბრამდე უნდა მიეცეს.

Read 368 times Last modified on ორშაბათი, 16 ნოემბერი 2020 12:11