Back to Top
პარასკევი, 20 ნოემბერი 2020 13:33

არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით გორში კომენდატის საათი ორი დღით მოიხსნება 

Rate this item
(0 votes)

არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით გორში კომენდატის საათი ორი დღით მოიხსნება. 

 

საქართველოს მთავრობის ახალი დადგენილებით, 21 და 22 ნოემბერს 22:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილება აკრძალული არ იქნება.

 

"დღეს და ხვალ - 20-21 ნოემბერს 22:00-05:00 საათებში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა გამონაკლისის სახით გაუქმდება... დაწესებული შეზღუდვა 22 ნოემბრის 22:00 საათიდან ისევ ამოქმედდება", - ამბობენ მთავრობის პრესსამსახურში.

 

ინფორმაციისთვის, მთავრობამ გართულებული ეპიდსიტუაციის გამო 8 ნოემბრიდან საქართველოს 7 დიდ ქალაქში, თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, გორში, ფოთსა და ზუგდიდში 22:00 საათიდან 05:00 საათამდე ქუჩაში გადაადგილება აკრძალა.

Read 224 times