Back to Top
შაბათი, 21 ნოემბერი 2020 12:49

გორში სახლის მეპატრონეებმა ქურდი ადგილზე დაიჭირეს და გაკოჭეს

Rate this item
(0 votes)

გორში, ჭავჭავაძის ქუჩაზე პოლიციამ მამაკაცი ქურდობის მცდელობის ბრალდებით დააკავა.

არსებული ინფორმაციით, გვიან ღამით მამაკაცი ჭავჭავაძის ქუჩაზე არსებულ კომერციულ ფართში შეიჭრა და კვალის დაფარვის მიზნით, ცეცხლი წაუკიდა ფართს.

 

"მეპატრონეებს ხმაური შემოესმათ, გავიდნენ და ადგილზე დაიჭირეს ქურდი, სანამ პოლიცია მოვიდოდა, გაკოჭილი ჰყავდათ" , - ამბობენ თვითმხილველები.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქმეზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მე-19 და 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ა და ბ პუნქტებით, რაც გულისხმობს ქურდობის მცდელობას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

კოდექსის მიხედვით, აღნიშნული დანაშაული ისჯება შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.

Read 201 times