Back to Top
სამშაბათი, 24 ნოემბერი 2020 14:24

გორის თეატრის სკვერში მოქალაქეებმა სკამები დაამტვრიეს

Rate this item
(0 votes)

​გორის გიორგი ერისთავის სახელობის დრამატული თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ სკვერში მოქალაქეებმა სკამები დაამტვრიეს.

როგორც ცნობილია, აღნიშნული სკვერის მოვლა-პატრონობა გორის მუნიციპალიტეტის მერიის ვალდებულებაა.

 

 

 

კეთილმოწყობის სააგენტოს ხელმძღვანელი ბაჩანა გვიანიშვილი ამბობს, რომ ახლო მომავალში პარკის რეაბილიტაცია იგეგმება.

 

"როგორც ვიცი, მერია აპირებს აღნიშნული სკვერის რეაბილიტაციას და შესაბამისად, გამოიცვლება დაზიანებული სკამები. წელს გამწვანების სამუშაოები ჩავატარეთ ამ ტერიტორიაზე" , - განაცხადა ბაჩანა გვიანიშვილმა.

 

მისივე განმარტებით, მერია სავარაუდოდ, პარკის რეაბილიტაციისთვის საჭირო თანხებს მომავალი წლის ბიუჯეტში გაითვალისწინებს.

 

 

 

 

 

 

Read 276 times