Back to Top
სამშაბათი, 24 ნოემბერი 2020 14:43

გორის ზოოპარკის ბინადრებს დროებით თბილისში გადაიყვანენ

Rate this item
(0 votes)

გორის დასვენებისა და კულტურის პარკში "ახალბაღი" არსებული ზოოპარკის ბინადრებს, დროებით, თბილისში გადაიყვანენ.

 

კეთილმოწყობის სააგენტოს ხელმძღვანელის ბაჩანა გვიანიშვილის განმარტებით, ცხოველებს და ფრინველებს "ახალბაღის" რეაბილიტაციის დაწყებამდე გადაიყვანენ.

 

"თბილისის ზოოპარკში გადავიყვანთ ყველა ცხოველს და ფრინველს, რომელიც "ახალბაღში" გვყავს. გამომდინარე იქიდან, რომ რეაბილიტაციის დაწყების თარიღი ჯერ ცნობილი არ არის, ჩვენც არ ვიცით როდის გადავიყვანთ. ყოველ შემთხვევაში ის გარკვეულია, რომ "ახალბაღის" რეაბილიტაციის დროს, ცხოველების და ფრინველების იქ ყოფნა აკრძალულია" , - განმარტა ბაჩანა გვიანიშვილმა.

 

გორის ზოოპარკში ერთი კავკასიური მურა დათვი, აფრიკული თხები, მელია, კავკასიური ტურა, იაპონური ქათმები, ფარშევანგი და სხვა ბინადრები არიან.

Read 222 times