Back to Top
სამშაბათი, 24 ნოემბერი 2020 16:31

დევნილების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე სახლები აშენდება 

Rate this item
(0 votes)

გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, დასავლეთ საქართველოსა და შიდა ქართლის რეგიონში,  დევნილი ოჯახების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე სახლები აშენდება, - ამის შესახებ ინფორმაცია დევნილთა, ეკომიგრატთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ავრცელებს. 

 

პროექტში მონაწილეობა იმ იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს შეუძლიათ, რომლებიც საკუთრებაში, 2020 წლის 1 ნოემბრამდე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს ფლობენ. 

 

განაცხადების მიღება  24 ნოემბრიდან დაიწყო და 24 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება. 

 

დევნილი ოჯახები განაცხადების შევსებას შეძლებენ, როგორც ქვეყნის მასშტაბით არსებულ ნებისმიერ იუსტიციის სახლში, ასევე, სააგენტოს ტერიტორიულ სამმართველოებში. შიდა ქართლში მცხოვრებ დევნილებს განაცხადის შესავსებად მისვლა გორში, სამების N1 -ში შეუძლიათ. 

 

გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის  დაფინანსებულ პროექტს, რომელიც  დევნილთა  განსახლებასთან ერთად,  მათ ეკონომიკურ, სოციალურ და საგანმანათლებლო ინტეგრაციასაც   ითვალისწინებს, ლტოლვილთა დანიის საბჭო ახორციელებს.

 

პროექტი დევნილი ოჯახების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე, ჯამში, 212  სახლის აშენებას ითვალისწინებს.

Read 179 times