აკადემიის რექტორმა, პოლკოვნიკმა მამია ბალახაძემ უწყებრივი მედლით ,,საუკეთესო სამხედრო" დააჯილდოვა კაპიტანი შოთა ქვრივიშვილი და სერჟანტი ლევან ბეგლარაშვილი.
,,საუკეთესო სამხედროს" გამოვლენა და მათი დაჯილდოება თავდაცვის მინისტრის ინიციატივით ხორციელდება.
"ეს დაჯილდოება ბატონ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით ხორციელდება. ეროვნული თავდაცვის აკადემია ულოცავს დაჯილდოებულ სამხედრო მოსამსახურეებს და უსურვებს წარმატებებს კარიერულ წინსვლაში",-აცხადებენ თავდაცვის აკადემიის წარმომადგენლები.