Back to Top
შაბათი, 28 ნოემბერი 2020 15:57

გორში, თამარ მეფის #54 - თან ღამის საათებში ტაქსების გაჩერება იკრძალება

Rate this item
(0 votes)

გორში,თამარ მეფის ქუჩა №54-ის მიმდებარედ  დაიდგმევა საგზაო ნიშანი - “დგომა აკრძალულია“დამატებითი ინფორმაციის ნიშნით ,“ტაქსი“ მოქმედების დრო 21:00 დან  09:00 მდე, რაც ტაქსის მძღოლებს აღნიშნულ საათებში დგომას შეუზღუდავს.




განკარგულების პროექტი მერიამ საკრებულოს გადაუგზავნა.


“გორის მუნიციპალიტეტის მერიაში შემოსულია თამარ მეფის ქუჩა №58-ში მცხოვრები ლაშა ხალიშვილის განცხადება, რომელიც აღნიშნავს, რომ საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ, ღამის საათებში ტაქსის მძღოლები იწვევენ ხმაურს და დისკომფორტს უქმნიან ადგილობრივ მოსახლეობას. მიუხედავად ტაქსების გადამზიდავის გაფრთხილებისა, აღნიშნული პრობლემა კვლავაც მეორდება“, - წერია განკარგულებაში


გორის მუნიციპალიტეტის მერიამ შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის სამმართველოსთან, ერთად შეისწავლა ზემოაღნიშნული საკითხი და მიზანშეწონილად მიაჩნია საგზაო ნიშნების განთავსება.


გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო აღნიშნულ საკითხს კენჭს 11 დეკემბერს უყრის.




Read 302 times Last modified on ორშაბათი, 30 ნოემბერი 2020 12:07