Back to Top
შაბათი, 19 დეკემბერი 2020 10:55

გორში, გორგასლის ქუჩაზე საკანალიზაციო პრობლემის მოგვარებას ითხოვენ 

Rate this item
(0 votes)

გორში, გორგასლის ქუჩა #18 კორპუსის მაცხოვრებლები საკანალიზაციო პრობლემის მოგვარებას ითხოვენ.

 

 

მათი თქმით, აღნიშნული პრობლემა თითქმის ერთ წელია აწუხებთ და შესაბამისი უწყებაც საქმის კურსში არაერთხელ ჩააყენეს. 

 

 

"პერიოდულად მოდიან, წმინდავენ, მაგრამ ორ დღეში ფეკალიებით ივსება სადარბაზოები და სარდაფები. სახლებში ვერ შევდივართ. მიუხედავად პანდემიისა, ვრეკავთ და პრობლემას ვერ გვიგვარებენ. ბავშვებს კი არა დიდებსაც გვიჭირს დარეთ "გამოტოპვა", - ამბობენ ადგილობრივები. 

 

 

წყალკანალის მენეჯერის შალვა ტაბატაძის თქმით, ღნიშნული პრობლემა ცენტრალური საკანალიზაციო მაგისტრალის დაზიანების ბრალია, რომელიც მუნიციპალიტეტის ბალანსზეა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული სამსახურიც მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაშია. 

Read 464 times