Back to Top
შაბათი, 19 დეკემბერი 2020 12:43

გორში, სამეფო ქუჩის რეაბილიტაციის პროცესი განახლდა 

Rate this item
(0 votes)

გორში, სამეფო ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები განახლდა. აღნიშნულ ქუჩაზე სამუშაოები საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე დაიწყო, თუმცა არჩევნების შემდეგ რამდენიმე დღეში შეწყდა. 

 

 

გორის მუნიციპალიტეტის მერის, კონსტანტინე თავზარაშვილის განმარტებით, სამუშაოები დროებით შეფერხდა, რადგან ცენტრალურ სანიაღვრე არხს ეძებდნენ. 

 

 

"ჩვენი, ყველა გორელის დიდი სურვილი იყო, რომ ისტორიულ სამეფო ქუჩას რეაბილიტაცია ჩატარებოდა. თქვენ იცით, რომ სამუშაოები რამდენიმე კვირის წინ დაიწყო, თუმცა ობიექტური მიზეზის გამო დროებით შეფერხდა. საჭირო გახდა პროექტის კორექტირება, რის გამოც სამუშაოების განახლება დღემდე ვერ მოხერხდა", - ამბობს გორის მერი. 

 

 

ინფორმაციისთვის, 660 მეტრი სიგრძის ქუჩის კაპიტალურ რეაბილიტაციას 2 053 186 ლარი მოხმარდება. სამუშაოებს კომპანია "იბოლია" ასრულებს. ტენდერის პირობების მიხედვით, რომელიც მუნიციპალური განვითარების ფონდმა გამოაცხადა, სამუშაოები 7 თვეში უნდა დასრულდეს.

Read 373 times