Back to Top
ორშაბათი, 21 დეკემბერი 2020 11:16

კრივის ფედერაციის პრეზიდენტად გიორგი კანდელაკი აირჩიეს

Rate this item
(0 votes)

საქართველოს პროფესიული კრივის ფედერაციას ისევ გიორგი კანდელაკი უხელმძღვანელებს. ამის შესახებ გადაწყვეტილება ვერის დარბაზში გამართულ საანგარიშო–საარჩევნო ყრილობაზე მიიღეს.

 

პრეზიდენტის პოსტზე მხოლოდ ერთი კანდიდატი,ქართველი მოკრივე გიორგი კანდელაკი იყრიდა კენჭს და დელეგატებმა ერთხმად დაუჭირეს მას მხარი.

 

კანდელაკმა ყრილობაზე ისაუბრა განვლილ საპრეზიდენტო ვადაში გაწეული მუშაობის შესახებ, აგრეთვე სამომავლო გეგმებზე, რასაც ის თავის გუნდთან ერთად გეგმავს რომ განახორციელოს.

 

გიორგი კანდელაკი ამბობს, რომ 2021 წლის პირველივე დეკადაში, როგორც კი დაწესებული რეგულაციები შერბილდება, თბილისში იგეგმება საერთაშორისო სარეიტინგო ორთაბრძოლების ჩატარება, რომელზეც გამოცდილი და ახალბედა ქართველი პროფესიონალი მოკრივეები მიიღებენ მონაწილეობას.

Read 471 times