Back to Top
ორშაბათი, 28 დეკემბერი 2020 16:23

29 დეკემბერს ასოციაციის "ქალი და ბიზნესი" წარმომადგენლები შინდისის მოსახლეობას შეხვდებიან

Rate this item
(0 votes)

საერთაშორისო ასოციაცია”ქალი და ბიზნესი” თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TİKA) მხარდაჭერით  ახორციელებს პროექტს: “ ქალების და ყველაზე მოწყვლადი   ჯგუფების  მხარდაჭერა სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებით“, რომლის ფარგლებში 29 დეკემბერს ,15:00 სთ. გაიმართება შეხვედრა შიდა ქართლის რეგიონის საოკუპაციო ხაზის მიმდებარე   სოფელ შინდისში ადგილობრივ მოსახლეობასთან.

 

 

პროექტის მიზანია-  ქალების და ყველაზე მოწყვლადი   ჯგუფების  Covid-19 ინფექციის შედეგად   წარმოქმნილი სოციალური პრობლემების გადაჭრისა და      შემცირების ხელშეწყობა   შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონში.

პროექტით გათვალისწინებულია  შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონის 12 სოფელში მცხოვრებ   სოციალურად დაუცველი ადგილობრივი მოსახლეობის  ( მ.შ.  მარტოხელა დედები და მათი შვილები, ხანდაზმულები  და  სიღარიბის ზღვართან ახლოს ან მის ქვემოთ მყოფი მოწყვლადი   ჯგუფები )  Covid-19 ინფექციის თავიდან ასაცილებლად  აუცილებელი სერვისების და   პირადი ჰიგიენის საშუალებების (ხელთათმანები, ნიღბები, საპნები და სანიტარული მოწყობილობები) მიწოდება.

 

 

შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ  საქართველოში  თურქეთის საელჩოს წარმომადგენლობის და თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის  სააგენტოს (TİKA) ხელმძღვანელობა ( კოორდინატორი საქართველოში ქ-ნ ნეჯლე დემირდაღი) , რომელნიც   უსაფრთხოების დაცვის მიზნით     სოციალურად დაუცველ  ადგილობრივ მოსახლეობას გადასცემენ    აუცილებელ  პიგიენურ კომპლექტებს და  ინფორმაციას გაუზიარებენ ინფექციის შედეგად წარმოქმნილი კონკრეტული საფრთხეების შესახებ.

 


ასევე, ასოციაცია „ქალი და ბიზნესი“  გადასცემს მარტოხელა დედებს და მათი შვილებს, ხანდაზმულებს  მრავალჯერად პირბადეებს ,რომელიც დამზადებულია ასოციაციასთან არსებულ    მცირე სოციალურ სამკერვალო საწარმოში,სადაც დასაქმებულია 10 ყოფილი პატიმარი ქალი.  

 

 

საერთაშორისო ასოციაცია ”ქალი და ბიზნესი”  არის არასამთავრობო ორგანიზაცია,რომელიც ხელს უწყობს მიკრო,მცირე და საშუალო  ბიზნესის განვითარებას, ქალთა  ეკონომიკურ გაძლიერებას და   ჩართულობას სამეწარმეო საქმიანობაში, ეკონომიკური უფლებებისა და შესაძლებლობების გაფართოებას,  პროფესიულ მომზადება-გადამზადებას,დასაქმებასა და თვითდასაქმებას, ინფორმირებულობის გაზრდას გენდერული თანასწორობის საკითხებზე, ეკონომიკური და სამართლებლივი ცოდნის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას კონსულტაციებისა და ტრენინგების მეშვეობით.  

Read 303 times