Back to Top
სამშაბათი, 29 დეკემბერი 2020 12:30

გორის მერიამ პანდემიის გამო, შემოსავლის გარეშე დარჩენილებისთვის 150000 ლარი დახარჯა

Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის მერმა, კონსტანტინე თავზარაშვილმა საზოგადოებას 2020 წლის ანგარიში წარუდგინა.

 

კონსტანტინე თავზარაშვილმა ვრცლად ისაუბრა შესრულებულ სამუშაოებზე, რომელიც 2020 წელს პანდემიის პირობებში განხორციელდა.

 

 

"პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში გაზაფხულზე დაწესებულმა შეზღუდვებმა მნიშვნელოვნად გაიზარდა მომართვიანობა. ამოქმედდა ცხელი ხაზი. უსახსროდ დარჩენილი მოსახლეობის დასახმარებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 150 000 ლარი გამოიყო. აღნიშნული თანხით შეძენილი სასურსათო პროდუქტები 3000 ოჯახს გადაეცა", - განაცხადა თავზარაშვილმა

 

 

კონსტანტინე თავზარაშვილის ინფორმაციით, მოსახლეობის დასახმარებლად საკვები პროდუქტები მერიას უამრავმა კერძო ორგანიზაციამ და ფიზიკურმა პირმა გადასცა, რომლებიც 3000 - მდე ოჯახს გადაუნაწილდა

Read 200 times