Back to Top
ოთხშაბათი, 13 იანვარი 2021 11:57

გორელ ახალგაზრდებს ზამთრის ლიდერთა სკოლაში იწვევენ

Rate this item
(0 votes)

„საქართველოს დამოუკიდებელ ბავშვთა და სტუდენტთა გაერთიანება“ იწყებს ახალ პროექტს - ,,ICSU - ზამთრის ლიდერთა დისტაციური სკოლა’’, რომელში მონაწილეობაც სკოლის იმ მოსწავლეებს შეუძლიათ, რომლებიც მე-9-დან მე-12 კლასის ჩათვლით სწავლობენ.

 

როგორც ცნობილია, პროექტის გენერალური პარტნიორია საქართველოს სტუდენტური პარლამენტი. პროექტი გაიმართება 23-31 - იანვრის შუალედში. რეგისტრაციის ბოლო ვადა არის 17 იანვარი.

 

პროექტის ფარგლებში გაიმართება:

-შეხვედრები საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

-შეხვედრები აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

- შეხვედრები ქართველ და უცხოელ ცნობილ სახეებთან.

- დებატების ჩემპიონატი (კარლ პოპერის და საპარლამენტო ფორმატით).

- რა? სად? როდის? ჩემპიონატი.

- მუსიკალური საღამოები.

- ფილმების ჩვენება/გარჩევა.

- ჭადრაკის ჩემპიონატი.

- ბრეინშტორმინგები ცნობილ სახეებთან ერთად.

- შაშის ჩემპიონატი.

- იმიტირებული სასამართლო პროცესები.

- მხიარული გაცნობითი თამაშები.

- ონლაინ შემეცნებითი ტურები მსოფლიოს და საქართველოს ირგვლივ.

 

პროექტის მონაწილეები დაჯილდოვდებიან ორენოვანი სერტიფიკატით. წარმატებული მონაწილეები წარდგენილი იქნებიან ICSU-ს მენეჯერის კვალიფიკაციაზე. შეხვედრები გაიმართება დისტანციურად, Zoom-ის მეშვეობით. კანდიდატები შეირჩევიან ორეტაპიანი გასაუბრების საფუძველზე. პროექტში მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია (8 ჯგუფი, თითოეულში 25-25 მონაწილე)!

პროექტში მონაწილეობა უფასოა.

 

გორში აღნიშნული პროექტის კოორდინატორი ხატია ხუციძეა, რომელთან დაკავშირება დაინტერესებულ პირებს შემდეგ ნომერზე შეუძლიათ: 599055093.

Read 126 times