Back to Top
ოთხშაბათი, 13 იანვარი 2021 16:03

იოსებ მაკრახიძემ და მისმა მეუღლემ ქველმოქმედებაში 14 500 ლარი დახარჯეს

Rate this item
(0 votes)

გორის ყოფილმა მაჟორიტარმა დეპუტატობის ბოლო ქონებრივი დეკლარაცია გამოაქვეყნა.

 

 

დოკუმენტის მიხედვით, იოსებ მაკრახიძემ მეუღლესთან ერთად, ერთ წელში 14 500 ლარი ქველმოქმედებისთვის გაიღო. აქედან 9000 ლარი ყოფილმა პარლამენტარმა, 5500 ლარი კი მისმა მეუღლემ, ციცინო კალანდაძემ დახარჯა.

 

 

გასავლების ნაწილში ცოლ-ქმარს სხვა ხარჯებიც უფიქსირდება. კონკრეტულად კი იოსებ მაკრახიძემ მკურნალობისთვის 1 წელში 8000 ლარი დახარჯა, მის მეუღლეს კი სარემონტო ხარჯის სახით, 10 000 ლარი უფიქსირდება.

 

ფიზიკური პირის ქონების გადასახადისთვის კი მაკრახიძეების ოჯახმა წლის განმავლობაში 5580 ლარი დახარჯა. 4850 ლარით კი 1 წელში იოსებ მაკრახიძემ ბანკის კრედი დაფარა.

Read 399 times