Back to Top
ორშაბათი, 18 იანვარი 2021 16:23

გორში მრავალბინიანი კორპუსების ფასადებს რეაბილიტაცია წელსაც ვერ ჩაუტარდება 

Rate this item
(0 votes)

გორში, მრავალბინიანი კორპუსების ფასადებს რეაბილიტაცია წელსაც ვერ ჩაუტარდებათ. 

 

 

სტალინის გამზირზე მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების ფასადების რეაბილიტაცია გასულ წელს დაიგეგმა. გორის მერია ამისთვის მილიონ ლარზე მეტის დახარჯვას აპირებდა. სამუშაოებისთვის შესაბამისი ტენდერიც იყო გამოცხადებული, თუმცა მასში მონაწილეობის სურვილი არავინ გამოთქვა.

 

 

მერია ქალაქში, სულ 29 საცხოვრებელი კორპუსის ფასადის რეაბილიტაციას გეგმავდა.

 

 

ამავე თემაზე: გორში მრავალბინიანი კორპუსების ფასადებს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

 

 

ტენდერის ჩაშლის შემდეგ, ადგილობრივმა ხელისუფლებამ ფასადების რეაბილიტაციის გეგმა დროებით შეაჩერა და ხელახალი ტენდერი აღარ გამოუცხადებია. 

 

 

ინფორმაციისთვის, აღნიშნული ფასადების რეაბილიტაციის გეგმის შესახებ ცნობილი 2019 წელს გახდა, მაშინ მერიაში ამბობდნენ, რომ პროექტი დამუშავების პროცესში იყო. 

Read 309 times