Back to Top
სამშაბათი, 26 იანვარი 2021 17:21

ნანა ტერმაკოზაშვილი: ზერტში ბიძაშვილები არ მყავს, არასწორ ინფორმაციას ავრცელებენ 

Rate this item
(0 votes)

გორის რესურსცენტრის დირექტორი, ნანა ტერმაკაზაშვილი ზერტში მცხოვრები ხათუნა ტერუნაშვილის მიერ გაჟღერებულ ინფორმაციას ეხმაურება.

 

მისი განმარტებით, აღნიშნული ქალბატონი არასწორ ინფორმაციას ავრცელებს და ზერტში, საბავშვო ბაღისთვის დაქირავებული ფართის მეპატრონესთან ნათესაური კავშირი არ აქვს. 

 

"ზერტში ბიძაშვილები არ მყავს, არ ვიცი რატომ ახსენა ჩემი სახელი და გვარი ამ ქალბატონმა. მითუმეტეს საბავშვო ბაღისთვის ფართის ქირაობასთან არანაირი კავშირი არ მაქვს. არ მინდა, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყავნონ", - ამბობს ნანა ტერმაკოზაშვილი

 

ინფორმაციისთვის, ზერტში საბავშვო ბაღი ფუნქციონირებას ახალ ფართში გააგრძელებს. მოქალაქე კი, რომლის ფართშიც საბავშო ბაღი მანამდე იყო განთავსებული, ამბობს რომ ხელშეკრულება დაუსაბუთებელი მიზეზის გამო აღარ გაუგრძელეს და ახალი ფართის მეპატრონე ნანა ტერმაკოზაშვილის ბიძაშვილია. 

 

 

ამავე თემაზე: გორის ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელს ნეპოტიზმში ადანაშაულებენ 

Read 282 times Last modified on ოთხშაბათი, 27 იანვარი 2021 12:07