Back to Top
ოთხშაბათი, 27 იანვარი 2021 13:45

გორელმა ბიზნესმენმა „ქართულ ოცნებას“ 60 000 ლარი შესწირა

Rate this item
(0 votes)

გორელმა ბიზნესმენმა ვლადიმერ გიგაურმა "ქართულ ოცნებას" 60 000 ლარი შესწირა.

 

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული თანხა კანონით გათვალისწინებულ მაქსიმალურ ნიშნულს აღწევს. კანონმდებლობის თანახმად, მოქალაქეს პარტიისთვის ერთჯერადად 60 000 ლარზე მეტის გადარიცხვის უფლება არ აქვს.

 

საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, ვლადიმერ გიგაური გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სობისშია რეგისტრირებული. იგი ორი კომპანიის დირექტორად და ერთი საქველმოქმედო ფონდის გამგეობის წევრად და პარნიორად არის რეგისტრირებული.

 

გიგაური შპს "გიგ თაუერის" დირექტორია 2018 წლიდან. იგი ასევე არის შპს "პარფიუმის" დირექტორი 2014 წლიდან, ასევე საქველმოქმედო ფონდი "სობიკოს" პარტნიორი და გამგეობის წევრი 2010 წლიდან.

 

აღსანიშნავია, რომ გიგაურმა აღნიშნული შემოწირულობა პირველად განახორციელა. მან "ქართულ ოცნებას" თანხა გასული წლის ბოლოს გადაურიცხა. 

 

60 000 ლარი პარტიას ამავე პერიოდში შესწირა სობისში მცხოვრებმა და ვლადიმერ გიგაურის მოგვარემ დავით გიგაურმაც.

 

ამავე თემაზე: გორელმა ბიზნესმენმა დავით გიგაურმა ოცნებას 60 000 ლარი შესწირა

 
Read 214 times