Back to Top
ოთხშაბათი, 27 იანვარი 2021 13:58

გორში მოქალაქე ნაფიცმსაჯულად შეარჩიეს - იგი სასამართლოში არ გამოცხადდა და დააჯარიმეს

Rate this item
(0 votes)

გორში მოქალაქე ლ.ლ ნაფიცმსაჯულად შეარჩიეს. იგი სასამართლოში არ გამოცხადდა და მოსამართლემ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო.

 

"ლ.ლ არ გამოცხადდა გორის რაიონული სასამართლოს წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სხდომაზე ისე, რომ კანონით გათვალისწინებული საპატიო მიზეზის ამსახველი დოკუმენტი არ წარმოუდგენია" , - ვკითხულობთ საქმის მასალებში.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ მან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 173-ე მუხლის მე-12 პრიმა მუხლი დაარღვია, რაც გულისხმობს ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატის საპატიო მიზეზის გარეშე გამოუცხადებლობას სასამართლოში განსაზღვრულ დროს, რის გამოც მას უნდა განესაზღვროს ადმინისტრაციული სახდელი.

 

მოსამართლე დავით პაპუაშვილმა ლ.ლ 500 ლარით დააჯარიმა.

Read 204 times Last modified on ოთხშაბათი, 27 იანვარი 2021 14:00