საქმემ გორის რაიონულ სასამართლოში გადაინაცვლა.
"საქმეში წარმოდგენილია ზარალის გაანგარიშება, რომლის თანახმად, გ.გ-ს მიერ გარემოსათვის მიყენებულმა ზიანმა შედგინა 664,07 ლარი. ჩამორთმეული ავტომანქანა და მასზედ განთავსებული წიწვოვანი ჯიშის დაუფირნიშებელი 22 ცალი მორი განთავსდა გორის საჯარიმო ავტოსადგომზე" , - ნათქვამია საქმის მასალებში.
სასამართლომ შეისწავლა აღნიშნული საქმე და დაასკვნა, რომ გ.გ-მ დაარღვია ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსი.
მოსამართლე დავით პაპუაშვილმა იგი 1000 ლარით დააჯარიმა და ამასთან, დააკისრა სახელმწიფოსთვის მიყენებული ზარალის 664,07 ლარის გადახდა.