თავად ანანიაშვილი ამ ფაქტს არ ადასტურებს, თუმცა არსებული ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრი შიდა ქართლის გუბერნატორად მას სპეციალურ ბრიფინგზე რამდენიმე დღეში წარადგენს.
"ისევ აჭარაში ვარ, ჩემს მოვალეობას ვასრულებ, მსგავსი არაფერი მსმენია", - განაცხადა თავად ანანიაშვილმა რადიო "მოზაიკასთან" საუბრისას.
კონსტანტინე ანანიაშვილი ამჟამად, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის პოზიციას იკავებს. შსს-ს ინფორმაციით, კონსტანტინე ანანიაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროში 2005 წლიდან სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობს. კონსტანტინე ანანიაშვილი 2013-2016 წლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების უფროსი, ამავე სამმართველოს უფროსის მოადგილე და სამმართველოს უფროსი იყო. 2016 წლიდან 2018 წლის აგვისტომდე შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობა ეკავა.