Back to Top
ხუთშაბათი, 11 თებერვალი 2021 13:48

გორის მერიაში სამხედრო აღრიცხვის სამსახურის სპეციალისტის პოზიციაზე ვაკანსია გამოცხადდა

Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის მერიამ სამხედრო აღრიცხვის სამსახურის სპეციალისტის პოზიციაზე ვაკანსია გამოაცხადა.

 

თანამდებობრივი სარგო აღნიშნულ პოზიციაზე 700 ლარია. უწყება კანდიდატისგან მოითხოვს უმაღლეს განათლებას და მუშაობის მინიმუმ 1-წლიან გამოცდილებას.

 

სპეციალისტის ფუნქციებს შორის არის სამსახურის ხელმძღვანელის დავალებით ინფორმაციის მოპოვება და პირველადი დამუშავების უზრუნველყოფა; გამოცხადებული წვევამდელთა მიღება, მათი საქმეების შესწავლა, გადაწყვეტილების მიღება და განცხადებების განხილვა;  გამოძახებულ წვევამდელთა გამოცხადების კონტროლი; სამხედრო აღრიცხვის მოწმობების გაცემა და ა.შ

 

აღნიშნულ ვაკანსიაზე განაცხადების მიღება 14 თებერვალს სრულდება.

Read 298 times