Print this page
ხუთშაბათი, 11 თებერვალი 2021 13:57

სააგენტო: ავტობუსში წესრიგის დაცვა დამოკიდებულია თითოეული მგზავრის თვითშეგნებაზე

Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალური ტრანსპორტის სააგენტოს განცხადებით, ინფრასტრუქტურის დაზიანების შემთხვევაში, პასუხისმგებლობა დაეკისრება ადამიანს, ვინც შეგნებულად გააკეთებს ამას. როგორც ცნობილია, თითოეულ ავტობუსში დამონტაჟებულია კამერები, ამასთან არიან კონტროლიორები, რომლებიც წესრიგს უზრუნველყოფენ.

 

"ავტობუსში წესრიგის დაცვა და ინფრასტრუქტურის მოფრთხილება დამოკიდებულია თითოეული მგზავრის თვითშეგნებაზე. თითოეულმა მათგანმა უნდა დაიცვას წესრიგი, პატივი სცეს სხვა მგზავრებს, მძღოლებსა და კონტროლიორებს, რომლებიც მთელი დღის განმავლობაში არიან ხალხის სამსახურში. ავტობუსის ინფრასტრუქტურის დაზიანების შემთხვევაში, ცხადია, პასუხისმგებლობა დაეკისრება იმ ადამიანს, ვინც შეგნებულად დააზიანებს" , - აცხადებენ ტრანსპორტის სააგენტოში.

 

მათივე ცნობით, მოქმედებს ცხელი ხაზიც, რომელზე დარეკვაც მოქალაქეებს სამუშაო საათებში შეუძლიათ.

Read 362 times