Back to Top
ხუთშაბათი, 11 თებერვალი 2021 12:33

მერაბ მაისურაძე: გორში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა მკვეთრად შემცირდა

Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის გავრცელების კუთხით მდგომარეობა  გაუმჯობესებულია.

 

ექიმების ინფორმაციით, თუ სამი თვის წინ კლინიკაში დაახლოებით 100 კოვიდინფიცირებული იყო რეგისტრირებული, ამ ეტაპზე ეს რიცხვი 30-მდე შემცირდა. გორის საუნივერსიტეტო კლინიკის მთავარი მენეჯერი მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ რეკომენდაციების დაცვაზე ყურადღება არ მოადუნონ, რათა მდგომარეობის დადებითი მაჩვენებელი ისევ არ შეიცვალოს. 

 

"სტატისტიკა ბევრად გაუმჯობესებულია, საბედნიეროდ ახალი წლის დღეების შემდეგ ინფიცირებულთა რაოდენობა მკვეთრად არ გაზრდილა; თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ იმ ძირითად 3 ოქროს წესზე, ნიღბის ტარება, დისტანცირება და პირადი ჰიგიენის დაცვა, ჩვენ ყურადღება უნდა მოვადუნოთ. ახალი წლის შემდეგ კორონავირუსით გარდაცველების შემთხვევაც დაფიქსირდა, თუმცა ამ მხრივ პროცენტული მაჩვენებელი შემცირებულია. გამოჯანმრთელებულთა რიცხვი მკვეთრად გაიზარდა. ამჟამად ჩვენს კლინიკაში 35 ინფიცირებული გადის მკურნალობას, აქედან 4-ის მდგომარეობა მძიმეა და ისინი მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან. მძიმე კატეგორიაში ძირითადად ხანდაზმულები არიან",-უთხრა რადიო "მოზაიკას" მერაბ მაისურაძემ. 

Read 491 times