Back to Top
ორშაბათი, 22 თებერვალი 2021 12:34

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ მემკვიდრეობით 11 ათასი დოლარი მიიღო

Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გასული წლის ქონებრივი დეკლარაცია გამოაქვეყნა.

 

მამის გარდაცვალების შემდეგ, დავით რაზმაძემ მემკვიდრეობით, გორის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა დასახლებაში 6 უძრავი ქონება მიიღო, მათ შორის გაბაშვილის და ანწუხელიძის ქუჩებზე.

 

გასული წლის შემოსავლების ნაწილში დავით რაზმაძეს, საკრებულოს თავმჯდომარეობის სარგო 30 720 ლარი უფიქსირდება. მამის სახელზე არსებული ქონების გაქირავებიდან კი მან 45 727 ლარი მიიღო. მემკვიდრეობით რაზმაძეს 11 000 დოლარი გადაეცა. საკრებულოს თავმჯდომარეს ანაბარიც აქვს გახსნილი, დოკუმენტის შევსების მომენტში ამ ანგარიშზე დაფიქსირებული თანხა 15 040 ლარს შეადგენდა. 

Read 675 times