Back to Top
ორშაბათი, 22 თებერვალი 2021 15:06

გორში მუნიციპალური ტრანსპორტის მარშრუტებში ცვლილებები შევიდა 

Rate this item
(1 Vote)

გორის მუნიციპალური ტრანსპორტის მარშრუტებში ცვლილებები შევიდა. კერძოდ, ავტობუსებს დაემატათ კონკრეტული მიმართულებები, ზოგიერთი კი საერთოდ გაუქმდა. დადგენილება გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე დაამტკიცეს. 

 

 

საკრებულოს თავმჯდომარის, დავით რაზმაძის თქმით, მარშრუტების ცვლილება მოსახლეობის მოთხოვნის შესაბამისად მოხდა. 

 

 

" გამომდინარე იქიდან, რომ მოსახლეობა უკმაყოფილო იყო არსებული მარშრუტებით, გორის მერიის შესაბამისმა განყოფილებამ მოქალაქეების მოთხოვნებიდან გამომდინარე, ავტობუსების მაშრუტებში ცვლილებები შეიტანა და მაქსიმალურად ეცადა მათი საჭიროებების გათვალისწინებას", - განაცხადა დავით რაზმაძემ

 

 

რადიო "მოზაიკა" გთავაზობთ მარშრუტების ჩამონათვალს: 

 

N2 მარშრუტში მიმართულებას დაემატა სამადაშვილის ქუჩა;

 

მარაბდელის ქუჩა; ძმები ზუბალაშვილების ქუჩა;

 

კეცხოველის ქუჩა;

 

ყოფილი ნავთობ ბაზის მიმდებარე ტერიტორია. ხოლო უკუმიმართულებაში გორიჯვრის ქუჩისა (რკინიგზის სადგური) და სამადაშვილის ქუჩის ნაცვლად განისაზღვრა ყოფილი ნავთობ ბაზის მიმდებარე ტერიტორია;

 

ასევე, მოძრაობის ინტერვალი შეიცვალა და 22,5 წთ-ის ნაცვლად განისაზღვრა 20 წთ.

 

N2ა მარშრუტზე ინტერვალი შეიცვალა და ნაცვლად 90 წთ-ისა განისაზღვრა 80 წთ.

 

N2ბ მარშრუტი ამოღებულია.

 

N3ა მარშრუტი დამატებულია (მარშრუტის მიმართულება: სოფ. ტინისხიდი; მშვიდობის გამზირი; ლიახვის ხიდი; გურამიშვილის ქუჩა;

 

26 მაისის სახელობის სანაპირო; 

 

ცხინვალის გზ.; თავდაცვის აკადემია.   

 

მარშრუტის უკუმიმართულება: თავდაცვის აკადემია;

 

ცხინვალის გზ.26  მაისის სახელობის სანაპირო;

 

იუსტიციის სახლი; ლიახვის ხიდი; მშვიდობის გამზირი;

სოფ. ტინისხიდი. ავტობუსების რაოდენობა - 3, ინტრევალი - 25 წთ.)

 

N4 მარშრუტზე შეიცვალა ავტობუსების რაოდენობა და ნაცვლად 5-ისა განისაზღვრა 2. ასევე შეიცვალა ინტერვალი და ნაცვლად 15 წუთისა განისაზღვრა 20 წუთი.

 

N4ა მარშრუტი დამატებულია (მარშრუტის მიმართულება:

 

სოფ. ტინისხიდი; მშვიდობის გამზირი; ლიახვის ხიდი; ჭავჭავაძის გამზირი (ფეხბურთის ცენტრალური სტადიონი); გურამიშვილის ქუჩა; ამილახვრის ქუჩა; სამეფოს ქუჩა; ჭავჭავაძის გამზირი; სტალინის გამზირი; ფარნავაზ მეფის ქუჩა; სუხიშვილის ქუჩა;  მტკვარწალმშენის დასახლება; სოფელი ბერბუკი. მარშრუტის უკუმიმართულება: სოფელი ბერბუკი; მტკვარწყალმშენი;  სუხიშვილის ქუჩა; თბილისის ქუჩა; სტალინის გამზირი; ქუთაისის ქუჩა; სტალინის გამზირი;ჭავჭავაძის გამზირი; იუსტიციის სახლი; ლიახვის ხიდი; მშვიდობის გამზირი; სოფ. ტინისხიდი. ავტობუსების რაოდენობა  - 3, ინტერვალი 30 წუთი).

 

N5 მარშრუტზე შეიცვალა ავტობუსების რაოდენობა და ნაცვლად 4-ისა განისაზღვრა 2. ასევე შეიცვალა ინტერვალი და ნაცვლად 20 წუთისა განისაზღვრა 30 წუთი.

 

 

N5ა მარშრუტი დამატებულია (მარშრუტის მიმართულება: სოფ. ორთაშენი; შინდისის გმირების გზატკეცილი; ჭონქაძის ქუჩა; ლიახვის ხიდი; ჭავჭავაძის გამზირი (ფეხბურთის ცენტრალური სტადიონი); გურამიშვილის ქუჩა; ამილახვრის ქუჩა; სამეფოს ქუჩა; ჭავჭავაძის გამზირი; სტალინის გამზირი;  მტკვრისა და რკინიგზის ხიდები; კეცხოველის ქუჩა; გორიჯვრის ქუჩა (რკინიგზის სადგური). მარშრუტის უკუმიმართულება: გორიჯვრის ქუჩა(რკინიგზის სადგური); სამადაშვილის ქუჩა; კეცხოველის ქუჩა; მტკვრისა და რკინიგზის ხიდები; სტალინის გამზირი; ქუთაისის ქუჩა; სტალინის გამზირი;  ჭავჭავაძის გამზირი;იუსტიციის სახლი; ლიახვის ხიდი; ჭონქაძის ქუჩა; შინდისის გმირების გზატკეცილი; სოფ. ორთაშენი. ავტობუსების რაოდენობა  - 2, ინტერვალი 30 წუთი).

 

 

N2 მარშრუტში მიმართულებიდან ამოღებულია: იაკობ ჯუღაშვილის ქუჩა, ეკატერინე ჯუღაშვილის ქუჩა, გიორგი ბრწინვალეს ქუჩა, გმირების ქუჩა, თამარ მეფის  ქუჩა, ძმები რომელაშვილების ქუჩა, ფერაძის ქუჩა, სანაცვლოდ, მიმართულებას ემატება: ნინოშვილის ქუჩა, თბილისის ქუჩა; სტალინის გამზირი; ქუთაისის ქუჩა; ჭავჭავაძის გამზირი; ფეხბურთის ცენტრალური სტადიონი. მარშრუტიკი უკუმიმართულებიდან ამოღებულია: ჩუბინიშვილის ქუჩა (მერიის მიმდებარე ტერიტორია); აბრამიძის ქუჩა; თამარ მეფის ქუჩა; სტალინის გამზირი. სანაცვლოდ, უკუმიმართულებას დაემატა: ფეხბურთის ცენტრალური სტადიონი;  გურამიშვილის ქუჩა; ამილახვრის ქუჩა; სამეფოს ქუჩა; ჭავჭავაძის გამზირი ; ძმები რომელაშვილების ქუჩა ; სუხიშვილის ქუჩა; თბილისის ქუჩა; შეიცვალა ავტობუსების რაოდენობა და ნაცვლად 3-ისა განისაზღვრა 2. ასევე შეიცვალა ინტერვალი და ნაცვლად 20 წუთისა განისაზღვრა 35 წუთი.

 

დაემატა სამადაშვილის ქუჩა; მარაბდელის ქუჩა; ძმები ზუბალაშვილების ქუჩა; კეცხოველის ქუჩა; ყოფილი ნავთობ ბაზის მიმდებარე ტერიტორია. ხოლო უკუმიმართულებაში გორიჯვრის ქუჩისა (რკინიგზის სადგური) და სამადაშვილის ქუჩის ნაცვლად განისაზღვრა ყოფილი ნავთობ ბაზის მიმდებარე ტერიტორია; ასევე, მოძრაობის ინტერვალი შეიცვალა და 22,5 წთ-ის ნაცვლად განისაზღვრა 20 წთ.

Read 1827 times Last modified on ორშაბათი, 22 თებერვალი 2021 15:14