Print this page
ორშაბათი, 22 თებერვალი 2021 15:33

რისი უფლება აქვს კონტროლიორს გორის მუნიციპალურ ტრანსპორტში - სააგენტოს განმარტება

Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალურ ტრანსპორტს ჰყავს კონტროლიორი, რომლის მოვალეობა, სააგენტოს განმარტებით, არის წესრიგის უზრუნველყოფა.

 

"იგი აკონტროლებს მგზავრების მიერ მგზავრობის ღირებულების გადახდას. გარდა ამისა, უბილეთო მგზავრებს განუმარტავს კანონით დადგენილ უფლება-მოვალეობებს და, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლის თანახმად, ადგენს საჯარიმო ქვითარს" , - განმარტავენ მუნიციპალური ტრანსპორტის სააგენტოში.

 

როგორც ცნობილია, უბილეთო მგზავრობა 20 ლარით დაჯარიმდება.

Read 866 times