ამ პერიოდში შიდა ქართლის გუბერნატორი მოქმედი პარლამენტარი, გიორგი ხოჯევანიშვილი იყო. (2018 წლის აგვისტოდან-2020 წლის აგვისტომდე).
2018 წელს, ხელფასის ოდენობის დანამატი, 3 600 ლარი გუბერნატორის პირველმა მოადგილემ, სიმონ გულედანმა მიიღო. ამავე წელს, დანამატები გაიცა სხვა თანამშრომლებზე.
საჯარო მოსამსახურეებზე 9275 ლარი;
შტატგარეშე თანამშრომლებზე 3227 ლარი.
2019 წელს, დანამატი 507 ლარის ოდენობით, გუბერნატორის სამივე მოადგილემ მიიღო. ამ წელს საჯარო მოსამსახურეებმა სულ 675 ლარი მიიღეს, შტატგარეშეებმა კი 1 515 ლარი.
მთლიანობაში 2019 წელს დანამატის სახით, ადმინისტრაციაში 3 711 ლარი გაიცა.
2020 წელს კი, მხოლოდ საჯარო მოსამსახურეები წაახალისეს და მათზე გაცემულმა დანამატმა 2 714 ლარი შეადგინა.
"2019-2020 წლებში საჯარო მოსამსახურეებზე გაცემულია მათთვის დამატებითი, დროებითი ფუნქციების დაკისრებისთვის კანონით განსაზღვრული დანამატი", - განმარტავენ გუბერნიაში.
ამ პერიოდში, გუბერნიაში 29 ადამიანი მუშაობდა.