სააგენტოს ცნობით, საწყის ეტაპზე სააგენტოს თანამშრომლების 20%-ს ჩაუტარდა ტესტირება.
"საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, გორის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის სააგენტოს თანამშრომლების 20%-ს კოვიდ19-ზე ტესტირება უკვე ჩაუტარდა. პროცედურა ყოველ ორ კვირაში ერთხელ ჩატარდება და ეტაპობრივად, თითოეული თანამშრომელი დაიტესტება. ამ ეტაპზე კორონავირუსი არც ერთ თანამშრომელს არ დაუდასტურდა" , - განაცხადეს სააგენტოში.