Back to Top
ოთხშაბათი, 24 თებერვალი 2021 13:57

გორის მერიის ტენდერი ერთ-ერთმა კომპანიამ გაასაჩივრა

Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერი, რომელიც სკრის საბავშვო ბაღის რეაბილიტაციას ეხება, კომპანია "ტენდექსმა" შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭოში გაასაჩივრა.

 

კომპანიის მტკიცებით, მერიამ მათ დისკვალიფიკაცია უსამართლოდ მიანიჭა.

 

"ჩვენს მიერ წარმოდგენილ იქნა ინფორმაცია პერსონალის გამოცდილების შესახებ, შპს-ს დირექტორის დავითი რეხვიაშვილის პირადობის მოწმობის, დიპლომის ასლები. იმის გათვალისწინებით, რომ საკუთარ თავთან ხელშეკრულების დადება დაუშვებელია, შესაბამისად ვერ იქნებოდა წარმოდგენილი დავითი რეხვიაშვილთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება. მერიამ ამის გამო, დისკვალიფიკაცია უსამართლოდ მოგვანიჭა, ეს ყველაფერი ეწინააღმდეგება კანონს" , - ამტკიცებს კომპანიის დირექტორი.

 

შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭო აღნიშნულ საკითხს უახლოეს მომავალში განიხილავს. სკრის საბავშვო ბაღის რეაბილიტაციისთვის მერიას 929 555 ლარი აქვს გათვალისწინებული.

Read 299 times